სსიპ ზურაბ იარააჯულის სახელობის ქალაქ თბილისის N106 საჯარო სკოლის
ხელმოწერა:ნათია გოგნიაშვილი
სოციალური პროექტი -
„ლამაზი ეზო- სკოლის სახეა“
ავტორი: ნათია გოგნიაშვილი
მონაწილეები - სკოლის მოსწავლეები,მშობლები, პედაგოგები;
კლასი -VI-2
პერიოდი -18.09-16.10.2019.
თემის აქტუალობა -
გარემოს დაბინძურებით
გამოწვეული პრობლემა აქტუალლობას არ კარგავს მთელ
მსოფლიოში და გულისხმობს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც მიზნად
ისახავს ადამიანის და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნებას და
გარემოს არსებული დაზიანებების აღმოფხვრას. ადამიანების დაუფიქრებლობით, ხდება წყლის, ჰაერის, ბუნების, დაბინძურება,
რაც მავნე ზემოქმედებას იწვევს მოსახლეობაზე,
დაბინძურებული გარემო ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმთელობას.
მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისათვის საჭიროა , მკაფიო წარმოდგენა შეუქმნათ იმის
შესახებ, თუ როგორ უნდა მოექცნენ ბუნებას, რა დადებითი გავლენა აქვს
ეკოლოგიურად სუთა პროდუქტებით კვებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის,
აქ წინა პლანზე
დგას ადამიანის მიერ გამოწვეული ზიანის შეზღუდვა და გარემოზე ზემოქმედება.
ცხოველთა და ბუნების
დაცვისაგან განსხვავებით, გარემოს დაცვა კონცენტრირდება არაგარკვეული ლანდშაფტების
ან ცალკეული საფრთხეში მყოფი ცხოველებისა თუ მცენარეების დაცვაზე, არამედ
ზრუნავს ბუნებრივი სასიცოცხლო საფუძვლების ერთი მთლიანობის შენარჩუნებაზე ყველა ცოცხალი
არსების კეთილდღეობისათვის. ამისათვის საჭიროა მოსწავლეთა
ცნობიერების ამაღლება, მკაფიო წარმოდგენა შეუქმნათ იმის შესახებ, თუ
როგორ უნდა მოექცნენ ბუნებას, რა დადებითი გავლენა აქვს ეკოლოგიურად
სუთა პროდუქტებით კვებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ამის გათვალისწინებით
ძალიან აქტუალურია ახალგაზრდებისათვის პასუხისმგებლობის,
ტოლერანტობისა და გარემოზე ზრუნვის უნარების გამომუშავება. ისინი, სამწუხაროდ, საზოგადოებაში
მაგალითს ნაკლებად ხედავენ. ამიტომ სკოლამ აუცილებლად უნდა შეიტანოს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი პიროვნებაში ამ თვისებებოს
განვითარების კუთხით. მართალია, მოსწავლეებში ამ უნარების განვითარებას სასწავლო ესგ-ით
გათვალისწინებული აქტივობები უწყობენ ხელს, მაგრამ მათ უნდა შეძლონ პრაქტიკული ქმედებების განხორციელება
საზოგადოების იმ ნაწილთან ერთად, ვის მიმართაც აქვთ ნდობა, ასეთები კი მათი უფროსი
თაობა (მშობლები, მასწავლებლები) არიან. ამიტომ დაიგეგმა სოციალური პროქტი კლასის მოსწავლეების
და მათი მშობლების მონაწილეობით.
პროექტის მიზანი
განავითაროს
მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები;
ა)
ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის
გააზრება;
ბ)
სკოლის ფარგლებში ბუნებრივი გარემო პირობების
შენარჩუნება და დაცვა;
გ)
კომუნიკაცია ამ საკითხებზე
ინდივიდებთან და ჯგუფებთან.
პროექტის ამოცანები
1.
I-ეტაპზე
თემის აქტუალობის გაცნობა ბავშვებისტვის და მშობლებისთვის საჭირო რესურსების მომარაგება
(ხელთათმანი, პირბადე, ნაგვის პოლიეთილენის პარკი.
2.
II -ეტაპი
ბუნების გაკვეთილზე დისკუსიის მოწყობა „გარემოს დაცვა“,
3.
III-
ეტაპზე ალაგებენ სკოლის და/ან მიმდებარე ტერიტორიას.
4.
IV-პროექტის
შეფასება -შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის
რეკომენდაციების შემუშავება. მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივობების ანალიზი,
„მრგვალი მაგიდა“
განხორციელების გზები
1. პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;
2. პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;
3.აქტივობათა პრაქტიკული განხორციელება;
4. საბოლოო შეხვედრა რომელსაც დაესწრებიან პროექტში
მონაწილე მშობლები მოსწავლეებთან ერთად;
5. პროექტის შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის,
მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
მოსალოდნელი მოკლევადიანი
შედეგები:
მოსწავლეები დაინახავენ, რომ საზოგადოებრივი საქმე ყველასათვის
მნიშვნელოვანია და აქ ყველა ერთსულოვანი უნდა იყოს; იგრძნობენ პასუხისმგებლობას საკუთარი
წვლილის შეტანით თავიანთი თანამოქალაქეების დახმარების საქმეში; მშობლები მეტად ჩაერთვებიან
სასკოლო ცხოვრებაში, რითაც უფრო პროდუქტიული გახდება სკოლისა და თემის თანამშრომლობა.
მოსალოდნელი გრძელვადიანი
შედეგები:
პროექტი ხელს შეუწყობს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
და შემწყნარებელი მოქალაქის ჩამოყალიბებას.
რესურსები:
საკანცელარიო - თაბახის ფურცლები, საპრეზენტაციო ქაღალდი,
მარკერები;
ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, ხელთათმანები, ნაგვის პოლიეთილენის
პარკი
პროექტის შეფასება
შედეგი გაიზომება
გაზომვადი:
1. დალაგებული ტერიტორიის რაოდენობით;
2. პროექტში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით,
სსსმ მოსწავლის ჩათვლით.
3. მოსწავლეების მიერ გაცემული რეკომენდაციები
დაკვირვებით:
1.მონიტორინგის ჯგუფის მიერ პროექტის ეფექტურ მიმდინარეობაზე
განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე;
პროექტის მიმდინარეობის
მონიტორინგი -
შიდა მონიტორინგი - მონიტორინგის ჯგუფი (კლასის დამრიგებელი,
პარალელური კლასის მასწავლებელი) აკვირდება ყველა ეტაპზე მატერიალური პროდუქციის შეგროვებისა
და რეალიზაციის პროცესს;
გარე მონიტორინგი - ადმინისტრაცია აკვირდება პროექტის
მიმდინარეობასა და შედეგებს.
შესაძლო რისკები:
შესაძლოა მშობელთა მონაწილეობის კუთხით პროექტის წარმატების
გაზომვისათვის საჭირო რაოდენობამ არ გამოთქვას სურვილი პროექტში ჩართვის შესახებ შესაძლოა,
სკოლაში დაგეგმილ დღეს მოსწავლის არ გამოცხადება. ამ შემთხვევაში დაიგეგმება დამატებითი
ღონისძიებები მათი მოტივაციის ასამაღლებლად.
პროექტის კალენდარი
|
აქტივობის დასახელება
|
18.09.19
|
25.09.19
|
02.10.19
|
16.10.19
|
|
1თემის აქტუალობის
გაცნობა ბავშვებისტვის და მშობლებისთვის საჭირო რესურსების მომარაგება (ხელთათმანი,
პირბადე, ნაგვის პოლიეთილენის პარკი.
|
X
|
|
|
|
|
2. ეტაპი ბუნების გაკვეთილზე
დისკუსიის მოწყობა „გარემოს დაცვა“,
|
|
X
|
|
|
|
3. ეტაპზე ალაგებენ სკოლის
და/ან მიმდებარე ტერიტორიას.
|
|
|
X
|
|
|
|
|
|
|
X
|
ფოტოების გამოქვეყნებაზე ნებართვა ავიღე მშობელთა კრებაზე
16.10.2019
წ.









































Комментарии
Отправить комментарий